05:57 - 05 Nov, 2026
|
2019-11-10 17:41:11, 2135 ნახვა
სამართალი
ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შალვა შევარდნაძეს ბრალი წაუყენეს 118,1 მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე. საგამოძიებო უწყება შევარდნაძისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს. 8 ნოემბერს საღამოს ფილმის პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე ძალადობრივი ჯგუფები თბილისის და ბათუმის რამდენიმე კინოთეატრის შესასვლელთან შეიკრიბნენ. შეკრებას წინ უძღოდა მათი ლიდერების აგრესიული განცხადებები და მოწოდებები კინოთეატრებში შეჭრისა და ფილმის ჩვენების ჩაშლის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)