|
2019-11-10 17:38:26, 2024 ნახვა
სამართალი
პირს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს და 20 მარტს ქ.ახმეტაში, გ.მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - ლ.ნ-ს. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ გ.მ. 2017 წლის მაისიდან ლ.ნ-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. სამართალდამცველებმა გ.მ. 2019 წლის 25 მარტს ქ.ახმეტაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 126' მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)