|
2019-11-10 16:27:39, 1958 ნახვა
სამართალი
ტაბულა მოითხოვს საგამოძიებო უწყებამ გადააკვალიფიციროს მის ჟურნალისტ, ცისია კირვალიძეზე თავდასხმის გამოძიება
ტაბულას ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმის საქმეზე გამოძიება არა ძალადობის ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, არამედ ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. თავდამსხმელმა ტაბულას ჟურნალისტს ხელი დაარტყა და ტელეფონი დააგდებინა. ჟურნალისტმა ცისია კირვალიძემ სამმართველოში მოძალადე ამოიცნო. უწყებაში არ ამბობენ, როდის წარედგინება ბრალი ამოცნობილს ან დააკავებენ თუ არა. ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ტაბულას ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს. ჟურნალისტი ძალადობრივ აქციას აშუქებდა. აქციის რამდენიმე მონაწილეს LIVE-ში ყოფნისას ჟურნალისტის კომენტარები არ მოეწონა, რასაც ერთერთი მათგანის მხრიდან, კირვალიძეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. პოლიცია ადგილზე არ იმყოფებოდა. ტაბულა მოითხოვს საგამოძიებო უწყებამ გადააკვალიფიციროს მის ჟურნალისტ, ცისია კირვალიძეზე თავდასხმის გამოძიება. "გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხივისი ნივთის განზრახ დაზიანებას. აღნიშნულზე საგამოძიებო ორგანომ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ იმ ლაივიდან და იმ ფოტომასალიდან, რაც მათ ხელთ იყო, სწორედ ტაბულას ჟურნალისტის მობილური ტელეფონის დაზიანება ჩანდა. სწორედ ამიტომ მიეცა ეს კვალიფიკაცია გამოძიებას, თუმცა, როდესაც გამოძიების მიმდინარეობისას შეიკრიბება სხვადასხვა მტკიცებულებები, შემდგომ უკვე შესაძლებელია გადაკვალიფიცირება და ჩვენი რეკომენდაციაც ეს არის. საქმეს უნდა მიეცეს მსვლელობა სსკ-ის 126-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ძალადობას - რადგან ტაბულას ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, უნდა იყოს 154-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა გადააკვალიფციროს აღნიშნული მუხლები და სწორედ ამ ორი მუხლით უნდა წარიმართოს გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, პროკურორი არის უფლებამოსილი მოახდინოს დაზუსტება, მუხლების გადაკვალიფცირების კუთხით", - ამბობს ტაბულას იურისტი, დიტო ხვიჩია. ფოტო on.ge
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)