|
2019-11-09 17:10:01, 1899 ნახვა
სამართალი
კინო „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, 2 გათავისუფლდა, ერთს კი, ჯარიმა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გუშინ, თბილისის კინოთეატრებთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 24 პირიდან 21-ის სასამართლო პროცესი გადაიდო, 2 - ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს კი 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სასამართლოს გადადების მიზეზი ადვოკატის შუამდგომლობა გახდა, რომელმაც მოსამართლეს მტკიცებულებების გასაცნობად და საქმეზე წარსადგენად საჭირო დრო მოთხოვა. მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი 11 დეკემბრამდე გადადო. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისსა და ბათუმში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში. სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)