|
2019-11-09 14:29:54, 1738 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ყაჩაღობის 3 ეპიზოდზე და ბრალდებული ლ.ხ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ხ. 2019 წლის 6 აგვისტოს, ქ.თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე შპს "რომპეტროლ საქართველოს" ავტოგასამართ სადგურზე, იარაღით თავს დაესხა ბ. ჩ.-ს, ბ.ჩ.-ს და გ. ზ.-ს, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა მათ 560 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „ასევე დადგინდა, რომ ლ.ხ. 2019 წლის 10 აგვისტოს, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს მაღაზია „ეკო მარკეტში" და დიდი დიღმის გამოსასვლელთან მდებარე სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ავტოგასამართ სადგურზე, იარაღით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხა ქ.მ.-ს , ა.მ.-ს და ა.მ.-ს, გასტაცა მათ 711.20 ლარი და მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.ხ. 2019 წლის 10 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება 3 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)