|
2019-11-08 19:15:37, 1559 ნახვა
სამართალი
კინოთეატრ „ამირანთან“ ვითარება დაიძაბა - ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული
თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები, რომლებიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლა სურთ, პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. დაძაბულობის გამო, ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონებთან ერთად, ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულის რაზმის წარმომადგენლები განლაგდნენ. ამასთან, აქციის მიმდინარეობისას პოლიციის კორდონის მიმართულებით რამოდენიმეჯერ ისროლეს პიროტექნიკა. გარდა ამისა, რამდენიმე პირმა პოლიციელისთვის ფარის და რეზინის ხელკეტის წართმევა სცადა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს კინო-თეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერმა უნდა გაიმართოს. იმის გამო, რომ ფილმი გეი წყვილის სიყვარულზეა, პრემიერის დაანონსებამ საზოგადოების ნაწილში აგრესია გამოიწვია. ძალადობრივი ჯგუფები აცხადებენ, რომ კინოჩვენების ჩაშლისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)