|
2019-11-08 16:13:13, 1526 ნახვა
სამართალი
საქართველოს კინო-თეატრებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
საქართველოს კინო-თეატრებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიციის მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დაანონსებას ძალადობრივი ჯგუფების მუქარა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ, რათა ფილმის პრემიერა ჩაიშალოს. პრემიერასთან დაკავშირებით შსს-მ რამდენიმე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებეს და სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს აღკვეთს. ამ დროისთვის კინოთეატრ ამირანთან, სადაც „ქართული მარშის“ წევრები და მათი თანამოაზრეები იკრიბებიან, ათობით პოლიციელია მობილიზებული. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ავტობუსი დგას, სადაც პოლიციის დამატებითი ჯგუფები იმყოფებიან. ამასთან, სამართალდამცველებს ადგილზე მიტანილი აქვთ რეზინის ხელკეტები და სპეციალური აღჭურვილობა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)