|
2019-11-08 11:13:11, 750 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტამ მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს აუდიტის უმაღლესი შეფასება მიიღო
მიმდინარე წლის სექტემბერში, საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელდა საქართველოს ფოსტის აუდიტი, რომლის მიზანია საფოსტო ადმინისტრაციების ელექტრონული კომერციისთვის მზადყოფნის შეფასება, შესაბამისად შეფასდა მომსახურეობის ხარისხის, პროგრამული უზრუნველყოფის, გზავნილთა უსაფრთხო დამუშავებისა და საოპერაციო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. აუდიტის შედეგად საქართველოს ფოსტამ ყველა კომპონენტში უმაღლესი შეფასება მიიღო. „აღნიშნული შეფასება ადასტურებს საქართველოს ფოსტის სწორ მენეჯმენტს და თითოეული თანამშრომლის მხრიდან დაუღალავ შრომას. ეს გახლავთ საქართველოს ფოსტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მსოფლიო საფოსტო საზოგადოების მხრიდან და მოხარულები ვართ, რომ ასეთი მაღალი შეფასება მივიღეთ“ – აღნიშნა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. „ჩვენთვის მეტად საინტერესოა თვალი ვადევნოთ საქართველოს ფოსტის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ფოსტა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მუშაობდეს საფოსტო ადმინისტრაცია. მათ წარმოუდგენლად მოკლე დროში შეძლეს ამ შედეგების მიღწევა და ეს ნამდვილად დასაფასებელია. დღეს ბევრი მოწინავე ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას არ აქვს ასეთი გამართული სისტემა, როგორც საქართველოს ფოსტას. ამიტომ ჩვენ მათ ვთხოვეთ გაუზიარონ თავისი გამოცდილება და ცოდნა სხვა საფოსტო ადმინისტრაციებს“ - განაცხადა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა მაირე ლოდიმ. პროექტი ხელს უწყობს საფოსტო სექტორში რეფორმების დანერგვას და ახალი დარგობრივი გამოწვევებისთვის ადმინისტრაციების მომზადებას. დღეისათვის საფოსტო დარგის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ელექტრონულ კომერციაზე მზარდი მოთხოვნა. მსოფლიო საფოსტო კავშირის მიზანია დაეხმაროს საფოსტო ადმინისტრაციებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, ამასთანავე უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების მიწოდების სახელმწიფო ვალდებულების შესრულება და საფოსტო სექტორის მოდერნიზაციისთვის საჭირო პირობების შექმნა. ამასთანავე, საქართველოს ფოსტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა მანჯგალაძე, მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს და ევროპის საფოსტო გაერთიანების PostEurop-ის მიერ შერჩეული იქნა აუდიტის ექსპერტთა გუნდში, რომელიც ანა მანჯგალაძის მონაწილეობით მიმდინარე წელს ბელარუსიის ფოსტის “Belposhta”-ს აუდიტს განახორციელებს. საქართველოს ფოსტის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფში საქართველოს ფოსტის წარმომადგენლის მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებისა და ამ გამოცდილების კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
(R)
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)