16:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 16:44:53, 1566 ნახვა

საზოგადოება
"ავერსი" 25 წლის იუბილეს სიურპრიზებით ეგებება

კომპანია "ავერსი" 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და 1-ლი ნოემბრიდან სააფთიაქო ქსელის ერთგული მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ აქციას იწყებს - ყველა, ვინც "ავერსის" აფთიაქში ერთ ჯერზე 25 ლარის ღირებულების პროდუქციას შეიძენს, აქციაში ავტომატურად ჩაერთვება.

საიუბილეო ვიქტორინაში, ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომლებსაც საჩუქრად 250 ლარის ღირებულების "ავერსის" სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. პრიზიორს ამ თანხის ფარგლებში "ავერსის" სააფთიაქო ქსელში არსებული ნებისმიერი პროდუქციის შეძენა შეეძლება.

არჩევანი კი მართლაც მრავალფეროვანია: მედიკამენტების სრული ასორტიმენტი, საბავშვო აქსესუარები, კვებისა და ჰიგიენის საშუალებები, ასევე - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ბრენდების დეკორატიული კოსმეტიკა, პირის ღრუს, სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები, რომლებსაც "ავერსი" ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე.

მუდამ თქვენი ერთგული "ავერსი" 25 წლისაა და მისი სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით დღეს 256 აფთიაქს აერთიანებს. მათგან 116 - თბილისში, ხოლო 140 რეგიონში ფუნქციონირებს. "ავერსი" მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, აქციებსა და სიურპრიზებს, რომ ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია მათთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ყოველ აფთიაქში კომფორტული გარემოა - შესვლისთანავე იგრძნობთ, რომ "ავერსის" თანამშრომლები გამუდმებით ზრუნავენ თქვენს ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე.

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics