|
2019-11-07 11:20:13, 2573 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინირებით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მოტყუებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, რომ 1 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას პენიტენციურ სამსახურში დასაქმებაში. ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის - 1 500 აშშ დოლარის აღების ფაქტზე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)