15:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 10:36:00, 1132 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი პეტრე თბილისში დღეს ჩამოვა ის შესაძლოა სინოდის სხდომასაც დაესწროს

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს, 4 ნოემბერს დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეპარქიას ნაშუადღევს დატოვებს. მისივე თქმით, თუ სინოდის სხდომა გაიმართება და მიიწვევენ, ის დაესწრება, თუმცა მოითხოვს პირდაპირ ეთერს.

"მე ვემორჩილები თუნდაც ამ უსამართლო გადაყვეტილებას. გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. შიომღვიმეში არ მივდივარ. მე როგორც მეუფემ მითხრა პატრიარქმა თქვაო საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდეს. კი ბატონო, ვეთანხმები. თუ ჯობია, კი ბატონო. ამით უბრალოდ მე პასუხიმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა ეპარქიაში, მრევლს არ დარჩენოდა იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი", - აღნიშნა მან.

სინოდის სხდომაზე პატრიარქის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავა გადააყენა ეპისკოპოსობიდან. ის ილია მეორისვე ბრძანებით, შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. თუმცა ყოფილი მიტროპოლიტი ითხოვს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ წმინდა ამბხროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განმწესდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics