|
2019-11-01 13:37:06, 1561 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ტურისტული პატრულის დანაყოფის დანიშნულება და მოვალეობები გააცნო. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წელს შეიქმნა ტურისტული უსაფრთხოების სამმართველო - ე.წ. ტურისტული პატრული, რომლის ფუნქციაა საქართველოში სტუმრად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების და ტურისტულ ზონებში მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნული დანაყოფის პატრულ-ინსპექტორთა ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, უცხოელი მოქალაქეების ინფორმირება საქართველოში მოქმედი კანონების შესახებ, ასევე, მათი გადამისამართება მომსახურების სპეციალურ ცენტრებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)