12:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 14:43:58, 1968 ნახვა

საზოგადოება
ძალადობრივი ჯგუფები ფილმის, „And then we danced“-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან

რადიკალური ჯგუფის, "ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ლევან აკინის ფილმის, "And then we danced"-ის ჩვენებას თბილისის კინოთეატრებში არ დაუშვებს, ვინაიდან ეს არის "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა."

სანდრო ბრეგაძის თქმით, " „მშვიდობიანად, ყოველგვარი ძაალდობის გარეშე, კონსტიტუციისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“ მოხდება."

ამასთან, დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებას არ აპირებენ.

ფილმი, რომელიც გეი სიყვარულზე მოგვითხრობს, შვედეთის სახელით "ოსკარზე" უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იბრძოლებს.

მედიის ცნობით, ფილმის რეჟისორი ქართული წარმომავლობის ლევან აკინია. მის მიერ შექმნილმა პირველმა გეი ფილმმა კანის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. 10 საუკეთესო ფილმს შორის And Then We Danced მეშვიდე ადგილზე გავიდა. აგრეთვე, And Then We Danced ოდესის კინოფესტივალალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა და გრამპრი მოიპოვა.

ფილმის მთავარი პერსონაჟი მერაბია, რომელიც ბავშვობიდან ქართულ ანსამბლში ცეკვავს. მისი ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც მას პარტნიორი მოცეკვავე ირაკლი შეუყვარდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics