|
2019-10-29 12:03:04, 1132 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ბუბა ლომუაშვილი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გააცნო. ახალი ხელმძღვანელისთვის, რომელმაც ბავშვობაში მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად ზედა კიდურები დაკარგა, მძიმედ დაჭრილი სამხედროების მდგომარეობა და პრობლემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საგულისხმოა. ბუბა ლომუაშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შვეიცარიაში, ბაზელის უნივერსიტეტში და სლოვაკეთში მატეა ბელას უნივერსიტეტში მიიღო. ბუბა ლომუაშვილი საქართველოში სხვადასხვა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და უცხოეთის რამდენიმე უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია. ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში ახალი, მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებელო სამუშაოებიც დაათვალიერა. დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება, აშშ-ის მხარდაჭერით შენდება და უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის მოედანი განთავსდება. დღესვე, თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სროლებში მიიღო მონაწილეობა. რეაბილიტაციის ფარგლებში გამართული პროფესიული აქტივობა, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე, ვაშლიჯვარში გაიმართა. სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა მძიმედ დაჭრილ სამხედროებს ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და მათ მიზანში სროლაში ეხმარებოდნენ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება დაჭრილი სამხედროების რებილიტაციისთვის მსგავსი სახის აქტივობებს მომავალშიც დაგეგმავს.
(NS)
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)