|
2019-10-28 17:23:59, 3116 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ პარლამენტის დეპუტატებს ოკუპაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გააცნო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომას დაესწრო. შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა და სამინისტროს მიერ ოკუპაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)