04:23 - 05 Nov, 2026
|
2019-10-28 16:19:12, 3002 ნახვა
სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მას აღკვეთი ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. კახა ღავთაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რომელსაც ბრალდების მხარე დაეთანხმა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კახა ღავთაძემ ბრალი აღიარა. შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)