10:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-26 15:35:07, 1144 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება WCEA-ის და WMA-ის მიერ შემუშავებული პროფესიული განვითარების პლატფორმის ადმინისტრირებას განახორციელებს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების, მსოფლიო უწყვეტი განათლების ალიანსისა WCEA  (The World Continuing Education Alliance ) და მსოფლიო ექიმთა ასოციაციის WMA (World Medical Association) მიერ შემუშავებული პლატფორმის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა შედგა.

აღნიშნული პლატფორმა განკუთვნილია საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებისთვის და ითვალისწინებს  უწყვეტი პროფესიული  განვითარების  CPD(Continuing Professional Development ) პროგრამების ონლაინ განხორციელებას. პლატფორმა შემუშავებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელშეწყობით და მისით უფასო სარგებლობა შეუძლიათ  დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვექნებში მოქმედ პროფესიულ ასოციაციებს.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინფორმაციით საქართველოში ამ პლატფორმით სარგებლობა შეეძლებათ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებს. ამ პროექტში ჩართვის სურვილი გამოხატა 18 მა დარგობრივმა ასოციაციამ . პლატფორმა ორ წლიანია და მისი განხორციელება 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics