|
2019-10-25 15:01:20, 1851 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: შოუ, ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში, დასრულდება სრული კრახით
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. მხარეები სასამართლო დარბაზში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდნენ. როგორც მამუკა ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ეს ,,შოუ" ბიძინა ივანიშვილის მოწყობილია და ეს სასამართლო პროცესი მისთვის სრული კრახით დასრულდება. ,,მინდა გითხრათ, რომ პრობლემა არის ის საბუთები და ტრანზაქციები, რომელიც ეროვნულ ბანკში და ფინანსური მონიტორინგის სამსახურშია. ის ფაქტი, რომ ,,თიბისი ბანკმა" სრულად არ შეისყიდა ,,პროგრეს ბანკი", დატოვა ტოქსიკური აქტივები გარეთ და შეისყიდა მხოლოდ ჯანსაღი აქტივები უნდა მოვძებნოთ. თუ სად არის არსებული დოკუმენტაცია უნდა მოვძებნოთ ეროვნულ ბანკში, რაც უკვე მოძებნილიცაა. ეს აბსურდული თეატრი და შოუ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში დასრულდება სრული კრახით რის პირობას მე გაძლევთ. ეს დაქირავებული პროკურორები არა სამართალს, არამედ ბიძინა ივანიშვილს ემსახურებიან. ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტი წარვადგინეთ და ამიტომ, პროკურატურა უკვე ჩიხშია. ყველა გადარიცხვა და ბენეფიციარი დოკუმენტალურად გვაქვს წარმოდგენილი. თუ რას მოითხოვს დღეს სასამართლო ამას ერთად ვნახავთ". შეგახსენებთ, , მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი ჯგუფურად წარედგინათ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის მიღება ( დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით). გიორგი ჩაფიძე
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)