09:05 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 12:46:04, 873 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი-კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ინიციატივის ფარგლებში აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

„თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ინიციატივის ფარგლებში აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე  ონკოლოგიური სერვისების მართვის, ხელმისაწვდომობის და ხარისხის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მოხდა.

განისაზღვრა სამომავლო ნაბიჯები, რაც ონკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და “City Cancer Challenge” კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ. 

კიბოსთან ბრძოლაში ქალაქებს შორის გამოწვევას თბილისი 2019 წლის თებერვალში შეუერთდა და ევროპაში კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო მოძრაობის წევრი პირველი დედაქალაქი გახდა. 

ფონდი „City Cancer Challenge“ კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) მიერ, 2017 წელს შეიქმნა და ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics