|
2019-10-23 13:11:08, 1399 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ბიზნესსექტორს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო თუ სხვა კულტურულ პროექტებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ქალაქის სასიკეთოდ აქტიური თანამშრომლობის მიზნით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა. „საახალწლო ღონისძიებების ჩატარების პროცესში ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან და მათი აქტიური ჩართულობით არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვახორციელებთ. წელსაც ნაადრევად მინდა მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვისაც ამის სურვილი ექნება, ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში. ჩვენ მათ მივცემთ ამის შესაძლებლობას და ურთიერთთანამშრომლობით ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს. მინდა, სოფიო ხუნწარიას დავავალო, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ეს იქნება სკვერების მოწყობა თუ კონცერტებში ჩართულობა. უკვე არის გარკვეული ინტერესი ბიზნესსექტორის მხრიდან, რომ მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, 2021 წლიდან თბილისს ასევე, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ექნება. „ამასთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. ჩვენ უნდა გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია მათთან, რომ ერთობლივად შევძლოთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)