|
2019-10-22 18:51:13, 2608 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: მხარდამჭერი აქტი იქნება პირველი კანონი, რომელსაც ამერიკა საქართველოს მხარდასაჭერად მიიღებს
„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ცოტა ხანში დაიწყებს საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვას. მიღების შემთხვევაში ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ეს არის ცალსახად მხარდამჭერი დოკუმენტი, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. მისივე თქმით, დოკუმენტში ოკუპირებულ ტეროტორიებზე ჩადენილი დანაშაულებებისთვის სანქციების დაწესების თემა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოწოდებაა ასახული. „დღეს, განხილვის დასრულების შემდგომ, ჩატარდება კენჭისყრა. ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ დოკუმენტი მოაგროვებს ორპარტიულ მხარდაჭერას და ხმების დიდი რაოდენობით იქნება მხარდაჭერილი. ამ პროცესის დასრულების შემდგომ, სენატში გაიმართება იგივე პროცედურა და გვაქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ეს აქტი უნდა შევიდეს ძალაში და იქცეს პირველ სრულფასოვან კანონად, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს საქართველოს მხარდასაჭერად და საქართველოსთან დაკავშირებით",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)