05:13 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 13:06:18, 313 ნახვა

შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში CMEP-ის დაგეგმარების კონფერენცია გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების სწავლების (CMEP) დაგეგმარების კონფერენცია გაიმართა. 

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს და სხვა უწყებების წარმომადგენლები, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის საინჟინრო კორპუსისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანს ბუნებრივ და ტექნოლოგიურ კატასტროფაზე რეაგირების სწავლების სცენარის შემუშავება, ფართომასშტაბიანი კატასტროფის დროს უწყებათაშორისი თანამშრომლობა, რესურსების ეფექტიანი გადანაწილება და კრიზისებზე რეაგირება წარმოადგენდა.

სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების სწავლების დაგეგმარების ორდღიანი კონფერენცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის შეირაღებული ძალების ევროპული სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. სწავლება მომავალ წელს გაიმართება და მასში სხვადასხვა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics