08:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 11:28:43, 867 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ველური ბუნების სააგენტოს  ორგანიზებით კრწანისის ტყეპარკში საქართველოს წითელი ნუსხისა და ტყისშემქნელი სახეობის ნერგებით  ხეივანი გაშენდა. ჯამში 200-მდე ტუიას, ძელქვისა და თელას ნერგი დაირგო. 

ღონისძიებაში მონაწილეობას  იღებდა  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ჟურნალისტები, “ჯი–ელ–სის" სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები ,მწვანე მოხალისეები და კომპანია „ზედაზენი“, რომელიც პროექტის „ჩერო - ბუნების მეგობარი“ ფარგლებში აქციის მონაწილეებს ნატურალური წვენებით გაუმასპინძლდა.

ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის მწვანე საფარის აღდგენაზე ხის დარგვის სეზონის დაწყებასთან ერთად  აქტიურად  მუშაობს.  გაზაფხულზე დაგეგმილია 100 000-მდე ნერგის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების  დარგვა და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics