08:00 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 16:30:14, 1817 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის თეატრში საერთაშორისო ციფრულ სამიტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში, თბილისში დაგეგმილ  საერთაშორისო ციფრულ სამიტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. 

მეოთხე საერთაშორისო ციფრული სამიტი  - Touch დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 30 ოქტომბერს თბილისში გაიხსნება. ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები არიან კრეატიული ციფრული სააგენტო Onesoul  და „თბილისი სტარტაპ ბიურო“. სამიტში მონაწილეობას მიიღებს 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. 
 
Touch - ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს აერთიანებს. პროექტის მიზანია წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიებით და საქართველოში ციფრული ბიზნესის განვითარება. 

საერთაშორისო ციფრული სამიტის სპიკერები იქნებიან,  ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიც არის: Nike, Nasa, Google, Amazon, Neuralink, SpaceX, The Next Web, Facebook, Smashing Media AG, BlaBlaCar, Google, IBM, Nextech Ventures, SWG, MaxinAI,  Bank of Georgia, lemlist, StartersHub, Grammarly, Aligned Research, Group, TWINO, UniPAY.com, Swedbank, digitalswitzerland, Barkas, Stage-Co, Leavingstone, Neurons Lab, Beetroot Academy, Indiegogo, TopTal, Zalando, Smashing Magazine, Planable, UiPath, Pulsar AI, AdjaraGroup და სხვა.

სპიკერების გარდა, სამიტზე გაიმართება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები, გამოფენები, B2B შეხვედრები დამასტერკლასები.
 
წლევანდელი ღონისძიების ძირითადი თემებია: პროდუქტის შექმნა, დიზაინის როლი ბიზნესში, მონაცემთა ანალიზი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, გუნდთან მუშაობის კულტურა, მომავლის ტექნოლოგიები, ქალები ტექნოლოგიებში  და ა.შ.

 

(NS)
  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics