|
2019-10-20 01:28:26, 18092 ნახვა
სხვადასხვა
დადიანების შთამომავალი ალექს დადიანი ავსტრალიელი პოლიტიკოსი - პარლმენტარი და ღია გეი
ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და ნინო ბაგრატიონ-დადიანის მეფე ერეკლე მეორის შვილიშვილის პირდაპირი შთამომავალი ალექს გრინვიჩ - დადიანი ავსტრალიის პარლამენტის წევრია და ცნობილია როგორც ურბანულ გარემოზე მზრუნველი პოლიტიკოსი. ცოტამ თუ იცის, რომ ავსტრალიელი პოლიტიკოსი, ავსტრალიაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის ვიქტორ დადიანის შვილია. ვიქტორ დადიანი დადიანების შთამომავალია. ამჟამად ცხოვრობს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. არის ავსტრალიის რაგბის კავშირის თავმჯდომარე, დადიანთა საგვარეული სახლის საპატიო წევრი, იყო საქართველოს კონსული ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. გამოირჩევა ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული გულშემატკივრობით, ხშირად ატარებს საქველმოქმედო აქციებს ქართველების მხარდასაჭერად.
ვიქტორ დადიანი მისი წინაპრის ნინო ბაგრატიონ დადიანის პორტრეტთან რომელიც აქუციონზე იყიდა და საქართველოს აჩუქა
საქართველოდან რუსულ ტირანიას გაქცეულმა დადიანებმა თავი ახალ ზელანდიას შეაფარეს. ვიქტორ დადიანის დედამ, საბჭოთა ტოტალიტარიზმის შიშით, შვილი მის გვარზე, გრინვიჩზე გადაიყვანა. მოგვინებით ვიქტორ დადიანმა გვარი ისევ აღიდგინა. თავად ალექს გრინვიჩ დადიანი 1980 წელს უელინგტონში ახალი ზელანდიის დედაქალაქში დაიბადა. პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა პოლიტიკოსი სიდნეის დამოუკიდებელი მერის ლორდ კლოვერ მურის გარემოცვაში მოხდა და სიდნეის საკრებულოში იქნა არჩეული. 2012 წელსვე წარმოშვებით ქართველი დიდგვაროვანი, ავსტრალიის პარლამენტში ახალ უელსიდან (სიდნეი) მოხვდა, სადაც დამაჯერებლად მოუგო მის მოწინააღმდეგე შეინ მალარდს.
მეუღლესთან ვიქტორ ჰოელდთან ერთად
ალექს გრინვიჩ დადიანი ერთ-ერთი ღია გეია ავსტრალიის პარლამენტში, რომელიც იბრძოდა ქორწინების თანასწორობისთვის. 2017 წლის 6 დეკემბერს, დადინის და მისი მომხრების ძალისხმევით, ავსტრალიამ ერთნაირსქესიან პირთა ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. შესაბამის კანონს ქვეყნის პარლამენტმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი. 150 კანონმდებლიდან ცვლილებების წინააღმდეგ მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა მისცა ხმა. ქორწინების დეფინიცია შეიცვალა და არის არა „ქალისა და მამაკაცის“, არამედ „ორი ადამიანის კავშირი“. 2014 წელს გამოცემ OK - მ ალექს გრინვიჩ-დადიანი მსოფლიოს სექსუალურ პოლიტიკოსების 5-ეულში შეიყვანა, მაშინ პირველი ადგილი კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიდომ დაიკავა. ამავე წლიდან იგი ქორწინებაში მისი მეუღლე გერმანელი ვიქტორ ჰოელდი გახლავთ.
ავსტრალიელი პოლიტიკოსი ამჟამად ათენში იმყოფება სიდნეი, ავსტრალია 2023 წელს მსოფლიო პრაიდის ჩასატარებლად იბრძვის და ალექსი ავსტრალიის მთავრობის მანდატით საბერძნეთის დედაქალაქში იმყოფება სადაც თბილისი პრაიდის წარმომადგენელს გიორგი თაბაგარსაც შეხვდა. „როგორც ღია გეი, პარლამენტის წევრი ქართული წარმომვლობით, მოუთმენლად ველოდები, როგორ შეიძლება დავეხმარო საქართველოში ლგბტ მოძრაობას. - დაწერა ალექს გრინვიჩ დადიანმა ტვიტერზე. ლგბტ უფლებადამცველი და თბილისი პრაიდის ერთ-ერთო ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ალექს დადიანი მომავალ წელს საქართველოშიც ფიქრობს ჩამოსვლას.
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)