|
2019-10-19 19:45:44, 4328 ნახვა
სამართალი
ნატახტარის გზაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
ნატახტრის გზაზე, სამართალდამცველებსა და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები გეგმავდნენ, გზაზე მიმავალი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეეხსენებინათ, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია, თუმცა სამართალდამცველებმა სავალ ნაწილზე გაჩერების შესაძლებლობა არ მისცეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, „ქართული პოლიცია ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს, რაც რუსული ინტერესების გატარებას ემსახურება“. „გზის გადაკეტვას არ ვაპირებდით გვინდოდა, რომ ზებრაზე გაგვეკეთებინა ერთგვარი აქცია პერფორმანსი, ვინაიდან აქ ხშირად დადიან მანქანები რუსული ნომრებით, გვინდოდა გაგვევლო ბანერებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, გვინდოდა გვეჩვენებინა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია და მათი პრეზიდენტი არის მკვლელი. ამის უფლებას არ გვაძლევს ქართული პოლიცია“, - განაცხადა აქციის მონაწილემ. აქციის მონაწილეები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. ტერიტორიაზე ათობით სამართალდამცველია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)