06:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 15:47:18, 1519 ნახვა

საზოგადოება
დაგროვებით საპენსიო სისტემაში 911 897 ადამიანი გაწევრიანდა - 162 103 სქემა დატოვა

დაგროვებით საპენსიო სისტემაში 1-ელი იანვრიდან 18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სულ 911 897 ადამიანი გაწევრიანდა, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისს განაცხადა. 

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული ადამიანებიდან, კერძო სექტორში 737 254 ადამიანია გაწევრიანებული, ხოლო საჯარო სექტორში - 211 842 მოქალაქე.

რაც შეეხება მათ ვინც საპენსიო სისტემა დატოვეს, სურგულაძის თქმით, ამ დროისთვის სქემა 162 103-მა ადამიანმა დატოვა. მანვე დასძინა, რომ გასული ადამიანებიდან, კერძო სექტორში მომუშავე არის 119 651, ხოლო საჯარო სექტორში - 42 115 ადამიანი.

სურგულაძის ინფორმაციით, ფონდის ღირებულება ჯამში 385 512 760 ლარია, საიდანაც 9 მილიონზე მეტი დარიცხული სარგებელია.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics