|
2019-10-18 11:31:12, 661 ნახვა
საზოგადოება
ტყის ახალი კოდექსი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ტყის კოდექსი“ პირველი მოსმენით მიიღო. ტყის კოდექსში მოცემული ტყის მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები ტყის მდგრადი და მრავალფუნქციური მართვის საფუძველი გახდება. კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით. კოდექსის მიზანია ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ ახალი კოდექსით უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა. ეტაპობრივად გაუქმდება „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა, რომლის ნაცვლად იქმნება მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი. ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, რაც ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად, უზრუნველყოფს სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყით სარგებლობა განხორციელდება ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, შემცირდება უკანონო ჭრების რისკები. სატყეო სექტორის მართვის განახლებული ინსტიტუციური მოდელი ითვალისწინებს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ტყის რესურსების რეკრეაციული გამოყენების სტიმულირება და სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ტყეებზე ზეწოლას. ახალი ტყის კოდექსით სავალდებულო ხდება სატყეო სექტორში პროფესიონალი კადრების დასაქმება. ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)