06:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 10:07:27, 749 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს აკადემიაში ახალი სასროლეთი, სპეციალური ოპერაციების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი ნაგებობა და ფიზიკური მომზადების სივრცე გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში განხორციელდა.

მინისტრმა ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, აკადემიის მსმენელებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ახალი სასროლეთი, თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომავალი პოლიციელების საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას უფრო ეფექტიანს გახდის. ტირი აკადემიის მსმენელებს როგორც პისტოლეტით, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შესწავლის საშუალებას აძლევს. სასროლეთი აღჭურვილია სამიზნეების ავტომატური გადაადგილების ფუნქციით, შესაბამისი განათებისა და უსაფრთხოების სისტემებით. ტირში, ასევე, შესაძლებელია ავტომობილით შესვლა და მისი საფარად გამოყენებით ცეცხლის გახსნა.

პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი სივრცე - ე.წ. „შუთჰაუსი“ რამდენიმე ოთახისგან შედგება, სადაც, თეორიული სწავლების შემდეგ, აკადემიის მსმენელებს სიმულაციური იარაღის გამოყენებით პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ.

ფიზიკური მომზადების სივრცეში (ე.წ. CROSS FIT-ის სივრცე) აკადემიის მსმენელები სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით გაივლიან სწავლებებს და სხვადასხვა ინტენსიური დატვირთვის მეშვეობით საკუთარი ფიზიკური უნარების განვითარებას შეძლებენ.

გარდა ამისა, პოლიციელთა ფიზიკური მომზადების გაუმჯობესების მიზნით, აკადემიაში არსებულ სავარჯიშო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო საშხაპეები.

ასევე, განახლდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 97 მსმენელზე გათვლილი 51 ოთახია (ორადგილიანი და ერთადგილიანი). წელს, აკადემიის საცხოვრებელი კორპუსით ჯამში 250-მა ადამიანმა ისარგებლა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics