|
2019-10-17 16:00:02, 2563 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - ლავროვთან შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური
"როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში შექმნილი გამწვავებული ვითარება იყო ამ შეხვედრის მთავარი განმაპირობებელი. „მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების, ბორდერიზაციის აგრესიული ტალღის ფონზე, ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ინსტიტუტის მაქსიმალური მობილიზაცია, არ დარჩენილა არც ერთი ფორმატი, საერთაშორისო მექანიზმი და ორგანიზაცია, რომელიც არ გამოეხმაურა ამ მოვლენებს, პროცესი მაინც გრძელდებოდა და მნიშვნელოვანი იყო მისი შემდგომი გართულების პრევენცია", - განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, სწორედ შემნილი ვითარება გახლდათ განხილვის მთავარი საგანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, სადაც პარტნიორებმა შემოგვთავაზეს განხილულიყო შესაძლებლობა გამოგვეყენებინა გაეროს ფორმატი რუსეთის ფედერაციასთან ამ საკითხებზე სასაუბროდ. „ინიციატივა შვეიცარიისგან მომდინარეობდა და მისი მიღების მიზანშეწონილობა განხილულ იქნა მოკავშირეებთან და მეგობრებთან, მათ შორის, ტრანსატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე, სადაც იმყოფებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ყველა მათგანის მხრიდან მკაფიოდ აღინიშნა შექმნილ ვითარებაში საუბრის გამართვის საჭიროება, რაც მათ შეხვედრის შემდგომ გაკეთებული განცხადებებითაც დაადასტურეს", - განაცხადა ზალკალიანმა. მისივე განცხადებით, ასევე მიუღებელია სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრის შესახებ წინასწარ არ იყო გაცხადებული. „გაეროში ვიზიტის დაწყებისთანავე ყველა კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, ღიად ვაცხადებდით, რომ პარტნიორებთან ერთად მუდმივად მიდიოდა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გამოგვეყენებინა გაეროს ფორმატი საქართველოში შექმნილი დაძაბული ვითარების დეესკალაციისთვის", - განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, შეხვედრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე მის მიერ წინა დღით იყო გაჟღერებული მედიისთვის მიცემულ კომენტარში. ზალკალიანის განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა ყველა აქტუალური საკითხი, პირველ ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ შორის, ბოლო განვითარებები. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა მოლაპარაკებების რაიმე ახალი ფორმატის შექმნაზე და არსებულის გადახედვაზე.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)