|
2019-10-16 23:53:23, 1724 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს სახელით გავრცელებული რუკა დეზინფორმაციაა
ფეისბუქში თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის სახელით გავრცელებული რუკა, დეზინფორმაციაა. ფეისბუქ გვერდი, რომელზეც აღნიშნული რუკა გამოქვეყნდა, სინამდვილეში არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამას მოწმობს ისიც, რომ გვერდს არ აქვს ოფიციალური გვერდის ნიშანი. დეზინფორმაციული რუკა, თანდართული ტექსტით, ფეისბუქზე 14 ოქტომბერსაა გამოქვეყნებული. რუკის მიხედვით, თურქეთი პრეტენზიას აცხადებს ბულგარეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილზე. ფეისბუქ-გვერდი, რომელზეც აღნიშნული რუკა გამოქვეყნდა, სინამდვილეში არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამას მოწმობს ისიც, რომ გვერდს არ აქვს ოფიციალური გვერდის ნიშანი. თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი „ბათუმელებთან“ აცხადებს რომ გავრცელებული რუკა ტყუილია და ის ოფიციალურ ანკარას საქმის კურსში ჩააყენებს. კონსული ასევე ურჩევს მოქალაქეებს, ენდონ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ოფიციალური პირები გაავრცელებენ და არ აჰყვნენ დეზინფორმაციას. „ნაციონალისტურ გვერდებზე, ანონიმური სახელების გამოყენებით, მითითებული ანგარიში არის ყალბი და არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამის მსგავსად, სხავადასხვა პირების სახელზე უამრავი ანგარიში იხსნება. აღნიშნულის ფარგლებში, გირჩევთ, რომ საზოგადოებამ სიფრთხილე გამოიჩინოს ასეთი პროვოკაციული ხასიათის და ყალბი ანგარიშების მიმართ,“ – აცხადებს თურქეთის კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი „ბათუმელებთან“ საუბარში. "ტროლების ფაბრიკას" "ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს" უწოდებენ, რომელიც რუსმა მეწარმე ევგენი პრიგოჟინმა შექმნა. ბიზნესმენს ხშირად "პუტინის პირად მზარეულად" მოიხსენიებენ, რადგან ის არაერთხელ იყო რუსეთის პრეზიდენტის მიღებების ორგანიზატორი. "ინტერნეტ-კვლევების სააგენტო", როგორც ამას თავად ორგანიზაციის თანამშრომლები ყვებოდნენ, მასობრივად აქვეყნებდა სოცქსელებში "საჭირო" მიმართულების პოსტებს არარსებული ადამიანების სახელებით.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)