05:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 13:49:56, 992 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი პრეზიდენტის შეწყალების აქტებს სწავლობს

სახალხო დამცველის აპარატმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შეწყალების აქტები გამოითხოვა, - ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, საქმე ეხება იმ პირებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა მისი არჩევის დღიდან შეიწყალა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი, ჯერჯერობით, საკითხის მოკვლევის პროცესშია.

“ჩვენ გამოვითხოვეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ყველა ის შეწყალების აქტი, რაც პრეზიდენტმა განახორციელა მისი არჩევის დღიდან. თუ შეწყალებული იქნება არაგონივრულად მოკლე ვადაში, ძალიან მალე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან, ეს უთანაბრდება სასჯელისგან გათავისუფლებას და რეალურად, სახელწმიფო შეიძლება იყოს ბრალდებული იმაში, რომ მან დაარღვია პირის სიცოცხლის უფლება," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics