|
2019-10-15 16:38:41, 2131 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - დაიკითხოს ყველა სამართალდამცავი, რომელიც 30 სექტემბერს თამთა თოდაძის სახლში იმყოფებოდა
თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ახალი სარჩელით მიმართავს. როგორც მისმა ადვოკატმა თამარ ლუკავამ განაცხადა, საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტიდან 9 საათის დაგვიანებით ჩატარდა. ლუკავა მიიჩნევს, რომ უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, რომელიც 30 სექტემბერს უშუალოდ იმყოფებოდა თამთა თოდაძის სახლში. „მოვითხოვთ, რომ გამოიკითხოს ყველა ის პირი, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა თამთა თოდაძის სახლში 30 სექტემბერს. ეს ეხება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და ყველა იმ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა თოდაძის სახლში. ისინი არიან პირველი თვითმხილველები, თუ რა ემოციური მდგომარეობა ჰქონდა თამთა თოდაძეს და რა ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა მას სხეულზე“, - განაცხადა თამარ ლუკავამ. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება სსკ-ს სამი მუხლით მიმდინარეობს. 126-ე ძალადობის და 138-ე სექსუალური და სხვაგვარი ქმედების მუხლით ბრალი ილია ჯიშკარიანს წარედგინა. მესამე მუხლი, 187-ე ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)