03:36 - 05 Nov, 2026
|
2019-10-15 14:31:26, 1742 ნახვა
სამართალი
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე, „ყაზტრანსგაზის“ ყოფილ თანამშრომლებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზის“ ყოფილ თანამშრომლებს, 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ყაზტრანსგაზის" ყოფილ თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)