04:17 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 13:30:21, 1592 ნახვა

საზოგადოება
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი ფულადი გზავნილები შემოვიდა - სებ-ის სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვეებელზე 13.9%-ით (18.3 მილიონი დოლარით) მეტია.

სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.3% მოდიოდა.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა სექტემბერში, ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 36.3 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი გზავნილების 24.24%, კლება 3.70%
  2. იტალია - 21.08 მლნ, გზავნილების 14.07%, ზრდა 27.19%
  3. საბერძნეთი - 15.92 მლნ, გზავნილების 10.63%, ზრდა 12.34%
  4. აშშ - 15.39 მლნ, გზავნილების 10.28%, ზრდა 8.37%
  5. ისრაელი - 13.55 მლნ, გზავნილების 9.05%, ზრდა 8.40%
  6. თურქეთი - 8.18 მლნ, გზავნილების 5.46%, ზრდა 13.16%
  7. გერმანია - 4.38 მლნ, გზავნილების 2.92%, ზრდა 29.17%
  8. უკრაინა - 4.28 მლნ, გზავნილების 2.85%, ზრდა 87.56%
  9. ესპანეთი - 3.48 მლნ, გზავნილების 2.32%, ზრდა 3.44%
  10. ყაზახეთი - 2.93 მლნ, გზავნილების 1.95%, ზრდა 101.01%

ამასთან, 2019 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.5 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, რაც 2018 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.5%-ით მეტია.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics