12:06 - 08 May, 2026
|
2019-10-14 13:46:46, 2476 ნახვა
კომენტარი
გახარია - სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, მცხეთა საქართველოს ისტორიის სიმბოლო
სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა თავად არის საქართველოს ისტორიის სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში განაცხადა. მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო. პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია, საიდანაც მან სვეტიცხოვლობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა. „თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს და ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს საშუალება, აქედან მოგილოცოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)