22:10 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-24 21:55:13, 256 ნახვა

პოლიტიკა
2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გაუქმდება - ლიკვიდაციის მუხლი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. - ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებას  ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 ნოემბერს მოაწერა ხელი.

დადგენილებით შეიქმნა ხუთწევრიანი სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია უხელმძღვანელებს.

კომისიამ 1 იანვრამდე უნდა აღრიცხოს სააგენტოს ქონება, მიმდინარე ვალდებულებები და დოკუმენტაცია. საჭიროების შემთხვევაში, კომისია განსაზღვრავს, რომელ უწყებებს გადაეცემა სააგენტოს ქონება, ვალდებულებები და დოკუმენტაცია.

კომისიამ ის უწყებაც უნდა შეარჩიოს, რომელიც სააგენტოს დახურვის შემდეგ შეამოწმებს, როგორ ასრულებენ გრანტის მიმღებები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თავად სააგენტომ კი წლის ბოლომდე უნდა გააუქმოს სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება
პუტინმა შორეულ აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობისკენ მოუწოდა
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას
თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics