|
2019-10-14 10:18:58, 1974 ნახვა
სამართალი
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი - 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ., მამასთან - დ.ვ.-სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს - 1982 წელს დაბადებულ ფ.ს-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)