04:18 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-12 18:05:15, 3009 ნახვა

საზოგადოება
ხატია წილოსანი: ქართული ღვინის ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2019“ ფარგლებში,  შარდენზე, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა.

ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო. 

 „ეს ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია მონაწილეობს. აქ არიან როგორც ღვინის კომპანიები, ისე მცირე მარნების წარმომადგენლები და მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ტურისტებს, ქართული ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს თავიანთი წარმოების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ეს არის კარგი საკომუნიკაციო საშუალება საზოგადოებასთან იმისთვის, რომ მათ წარმოდგენა შეექმნათ, თუ როგორ ვითარდება საქართველოში მეღვინეობის დარგი და ასევე, მიიღონ ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ღვინის დარგში არსებული წარმატების საერთაშორისო ასპარეზზე სათანადო გაცნობისთვის, მთავრობა და კერძო სექტორი ერთობლივად ახორციელებს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

ღონისძიების სტუმრებს საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებლებმა, მცირე და  საშუალო მარნების წარმომადგენლებმა წარუდგინეს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა,  დეგუსტაცია. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ყველი,  ჩურჩხელა და ჩირი.

ფესტივალის ფარგლებში, ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი და თეატრალური წარმოდგენები გაიმართა.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2019“  allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით  გაიმართა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics