06:17 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-12 18:00:32, 3972 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასებაა

საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასებაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings"-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საუბრისას.

მისი განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი პოზიტიური სიგნალია საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებული ინვესტორებისთვის და აჩვენებს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას.

„ბოლო წლებში , რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, რეიტინგების შემცირების ტენდენციაა და ამ პერიოდში ,მხოლოდ საქართველოა ის ქვეყანა, რომელმაც  მაღალი რეიტინგის მიღწევა შეძლო.   ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვითარდება და აქვს წინსვლა  ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აღნიშნულია რეიტინგში - იქნება ეს მედეგობა საერთაშორისო რისკების მიმართ, თუ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს საინვესტიციო რეიტინგი, სადამდეც ჩვენ ორი ნაბიჯი გვაშორებს. საინვესტიციო რეიტინგის მიღწევის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივი მაჩვენებელი და სწორედ ესაა ჩვენი მოლოდინი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics