03:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-12 10:03:10, 2516 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცათ

ოკუპირებული ტერიტორიებიდანდ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ქულათა სისტემამ განსაზღვრა რიგითობა, თუ რომელი ოჯახი საჭიროებდა პირველ რიგში,  საცხოვრებლით უზრუნველყოფას. აქციის 30-მდე მონაწილედან შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება 2-მა პირმა შეძლო,  რომელთაც 3 ოთახიანი ბინები გადაეცემათ.

„საცხოვრებელი ფართების რაოდენობისა და არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ერთოთახიანი ბინები გადაეცათ 6 ან მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს, ოროთახიანი ბინები - 9 ან მეტი, სამოთახიანი -  3 ან მეტი, ოთხოთახიანი ბინები კი - 7,5 ან მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს.

ამ  ეტაპზე, აქციის მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობას ბინის მისაღებად,  საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა და შესაბამისად,  საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი -  აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით.

დარჩენილ 273 ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ.  ბინები წლის ბოლოს განაწილდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics