03:36 - 05 Nov, 2026
|
2019-10-11 14:14:52, 14490 ნახვა
სამართალი
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ დეპუტატს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გარდა ამისა, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიშკარიანს საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია და დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მიახლოება აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართა. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)