|
2015-07-16 13:19:26, 490 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ჩეხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს ტომაშ პერნიცკის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მომავალ კვირას ჩეხეთში თინათინ ხიდაშელის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. ჩეხეთის ელჩმა, ტომაშ პერნიცკიმ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალი თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან გრივალსკი წარუდგინა. „საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ახალი ატაშეა ჩამოსული. გვქონდა გაცნობითი შეხვედრა. მომავალ კვირას დაგეგმილია ჩემი და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი პრაღაში. შევხვდებით ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვექნება სპეციალური ტური, რომლის დროსაც ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრიას გავეცნობით. ველოდებით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო და პროდუქტიულ ვიზიტს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ჩეხმა დიპლომატმა თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. „საქართველოს თავდაცვის მინისტრი პრაღაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს. შეხვედრა შედგება ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი იარაღის მწარმოებელ კომპანიებსაც ესტუმრება, იგეგმება სამხედრო წვრთნებზე დასწრებაც. ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაა. ჩეხეთის რესპუბლიკა ყველა სახის იარაღს აწარმოებს და შეუძლია, ქართულ მხარეს ამ მიმართულებით თანამშრომლობა შესთავაზოს. ჩვენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ჩეხეთის რესპუბლიკის ჩართულობასაც შევეხეთ. ამჟამად, საქართველოში 16 ჩეხი დამკვირვებელია ჩამოსული. ჩვენი მონიტორები აქტიურად მუშაობენ მცხეთის, გორისა და ზუგდიდის საველე ოფისებში, ასევე თბილისში, მისიის შტაბ-ბინაში. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის საკითხიც განვიხილეთ. ჩეხეთის რესპუბლიკა, ისევე როგორც ვიშეგრადის დანარჩენი ქვეყნები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების დიდი მხარდამჭერია. შეხვედრის ერთ-ერთი თემა, რა თქმა უნდა, იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ძირითად ჯგუფში ჩეხეთის მხარის ჩართულობა“,- განაცხადა ტომაშ პერნიცკიმ.
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



