03:11 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 15:13:19, 2157 ნახვა

სამართალი
გახარია - შსს უმკაცრეს და შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს დამნაშავეებს, განსაკუთრებით, საკუთარ რიგებში

ყველა პოლიციელი, რომელიც კანონს დააღვევს, უმკაცრესად იქნება დასჯილი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას ნარკორეალიაზაციის ბრალდებით, პოლიციელის დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელი მუშაობს და რამდენიმე დამნაშავის გამო, მათი რეპუტაცია არ უნდა შეილახოს.

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ და რა დროს აიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შსს უმკაცრეს და შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს პირველ რიგში დამნაშავეებს მის რიგებში. ამის დამადასტურებელი ფაქტი არის პოლიციელის დაკავება ნარკორეალიზაციის ბრალდებით და საქმის გამოძიებას თავად უწყება აწარმოებდა. არავის მივცემთ უფლებას, რომ ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის რეპუტაცია შეიბღალოს, რამდენიმე დამნაშავის გამო, რომელიც უმკაცრესად იქნება დასჯილი. უწყებაში ათასობით კეთილსინდისიერი ადამიანი მუშაობს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics