02:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 13:41:18, 909 ნახვა

საზოგადოება
ნიკა მელია სასამართლოში „შმაქსით“ მივიდა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში შმაქსით მივიდა. 

როგორც მელიამ განმარტა, ამ ჟესტით მან იდეას პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა. 

„ეს იყო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადება ამ იდეის ავტორებისადმი და ათასობით იმ ადამიანის მიმართ, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური მხარდაჭერის მცდელობა, რომლებიც შიმშილისთვის გაწირა კალაძემ. ათასობით ადამიანს ეხება, კალაძის გაუაზრებელი რეფორმა. ეს შმაქსი იძლევა შესაძლებლობას, რომ არ მოკვდეს ადამიანი შიმშილით. მე ვფიქრობ, რომ ვალდებული ვიყავი, თვალყურს ვადევნებდი სახლიდან ამ პროექტის დაბადებას და განხორციელებას, ვალდებულად ჩავთვალე თავი, მხარდაჭერა გამომეთქვა. მიმაჩნია, რომ ეს არის არაჩვეულებრივი იდეა, რომელიც სამართლებრივადაც, პოლიტიკურად , მორალურადაც და ადამიანურადაც გამართულია. ვიქრობ,რომ ყველამ უნდა დავუჭიროთ ათასობით ადამიანს მხარი, რომელიც მუშაობდა დღის განმავლობაში იმისთვის რომ სახლში გვიან ყველი და პური მიეტანა ოჯახის წევრებისათვის და ეს ყველი და პური წაართვა კალაძემ“ , - განაცხადა ნიკა მელიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics