02:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 11:47:26, 794 ნახვა

საზოგადოება
კინოთეატრ „ამირანში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, ვუდი ალენის ფილმის პრემიერით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 10 ოქტომბერს ვუდი ალენის ფილმის  „A rainy day in New York" პრემიერით დაიწყება.

რომანტიკული კომედია რეჟისორის რიგით 50-ე ფილმია, სადაც მთავარ როლებს სელენა გომესი და ტიმოთი შალამე ასრულებენ.

ვუდი ალენის რეტროსპექტივის აფიშა კი ასე გამოიყურება:

·       12 ოქტომბერი - „ენი ჰოლი"

·       13 ოქტომბერი - „მანჰეტენი"

·       18 ოქტომბერი - „ჰანა და მისი დები"

·       19 ოქტომბერი - „კაიროს მეწამული ვარდი"

·       20 ოქტომბერი - „შუაღამე პარიზში"

12 ოქტომბერს, ფილმის დაწყებამდე, 19:30-ზე ვუდი ალენის შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე მწერალი ლაშა ბუღაძე ისაუბრებს.

კინოთეატრ „ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ყოველი თვე სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას ეთმობა. თიბისი სტატუსისა და „ამირანის" ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ტარდება. თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

ახალი ფილმის პრემიერა 10 ოქტობერს 22:15 საათზე შედგება, რეტროსპექტივის ყოველი სეანსი კი 20:00 საათზე დაიწყება.

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics