02:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 10:49:04, 760 ნახვა

საზოგადოება
გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, თბილისში გედევანიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 250-300 კვ/მ ფართობზე.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება დროულად აღკვეთეს. ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი",- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციიაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics