|
2019-10-09 17:15:30, 1763 ნახვა
კომენტარი
თადუმაძე: ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, სადაც გენერალურმა პროკურორმა უფლებამოსილებას გადაამეტა
„ძალიან დიდი და იმაზე მეტი შეურაცხყოფა ავიტანე, რაც ზოგადად ამ ფორმატებში მსოფლიოში უნდა არსებობდეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს. მე ცოტა არ იყოს ერთი რაღაცა მხიბლავს ამ ამბიდან, გენერალურ პროკურორად წელიწადნახევრის მუშაობის განმავლობაში გენერალურ პროკურორს ესაუბრებიან 25 წლის წინანდელ შემთხვევაზე და ვერ იგონებს ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა ამბავს, სადაც გენერალურმა პროკურორმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ვიღაცას ბრალი წარუდგინა ისე, რომ არ ეკუთვნოდა ბრალის წარდგენა ან ვიღაცა გაათავისუფლა იმიტომ, რომ მას გაურიგდა ვინმე გარედან“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღევანელ საპარლამენტო მოსმენაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც მის საქმიანობას უკანონობად შეაფასებს. „ მე ძალიან მომწონს ეს პროცესი, არ არსებობს დარბაზში ადამიანი, რომელიც ჩემს საქმიანობაზე იტყვის, რომ ან პოლიტიკური ნიშნით ვახორციელებდი დევნებს, ან კანონიერებას ვეფარებოდი და ვამბობდი, რომ კანონში ასე წერია და ამიტომ ვაკეთებ. ყველა ჩემს გადაწყვეტილებაზე გენერალურ პროკურატურაში ვარ პასუხისმგებელი, წელიწად ნახევრის განმავლობაში ყველა პროკურორის გადაწყვეტილებაზე ვარ პასუხის მგებელი, მიუხედავად იმისა, ვმონაწილეობდი თუ არა ამ საქმეში ისეთი აქტიურობით, როგორშიც ვმონაწილეობდი სხვა საქმეებში“- აღნიშნა შალვა თადუმაძემ. მისივე თქმით ,იგი პასუხისმგებელია მის ყველა გადაწყვეტილებაზე. „ მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დღეს მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა კანონის უზენაესობის პრინციპს გადაუხვია. შეიძლება არ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანურად ეს არის ძალიან დიდი სიმძიმე ჩემთვის, როდესაც მე უნდა მივიღო გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილებებს ვიღებ უკომპრომისოდ და ამიტომ მიმაჩნია, რომ ის, რომ მოქმედ გენერალურ პროკურორს მოქმედ საქმეებთან დაკავშირებით არ არსებობს თემა კვალიფიკაციის ნაწილთან ან ბრალის, ღამე ქონებების გადაფორმების, ჩემი ძმაკაცების წილების გაფორმების, ესეთი თემები რომ არ არსებობს, ეს მე მგონი საკმაოდ დასაფიქრებელია იმ ადამიანების მიმართ, რომლების ასეთი არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი მეთოდით ჩემს დიპლომზე ლაპარაკობენ. ამიტომ მე განვიხილავ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, განვიხილავ თავმჯდომარედაც და მიმაჩნია, როგორც გენერალური პროკურორი ვმსახურობ სახელმწიფოს წინაშე, ისე, რომ ჩემს უკან არ არის არც ერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოაწყო და ა.შ. იგივე ნაირად ვაპირებ გავაგრძელო საქმიანობა სასამართლო სისტემაში და ეს იქნება ის გარანტია, რომელიც 18 წელი მე ჩემი საქმიანობით დავამტკიცე“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)