|
2019-10-09 14:06:45, 2158 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე თადუმაძეს - მივმართავ თქვენს კურსელებს, ყველას, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს, სახინკლეში ვეპატიჟები
„მივმართავ თქვენს თანაკურსელებს, ყველას, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს, თბილისის უმაგრეს სახინკლეში ვეპატიჟები“, - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს. დეპუტატმა კანდიდატის მიმართ ირონიული დამოკიდებულება მას შემდეგ გამოხატა, რაც თადუმაძემ ჯგუფელების დასახელებაზე უარი თქვა. „მე მინდა მივმართო თქვენს თანაკურსელებს. მე მეგონა ჯგუფში იქნებოდა 20 კაცი მაგრამ ახლა თქვით, რომ არის დაახლოებით 100. ალბათ ჩვემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ აორთქლდება, მაგრამ მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყუოთ, ხელში მექნება თქვენი დიპლომი, ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში. ამის შედეგებს მოგახსენებთ, რამდენი გამომეხმაურება მსგავსი დიპლომით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება
პუტინმა შორეულ აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობისკენ მოუწოდა
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას
თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



