|
2019-10-09 10:31:49, 2090 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა: გენპროკურორის დიპლომი ყალბია - დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა და გადადგეს
„მოქმედი მთავარი პროკურორის დიპლომი არის გაყალბებული და შესაბამისად, ეს განხილვა სრულიად არარელევანტურია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალურ პროკურორს, უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ. ბოკუჩავამ სხდომაზე სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, 1998 წელს გაცემულ თადუმაძის დიპლომში მითითებულია უნივერსიტეტის სახელი, რომელიც ამ დაწესებულებას 5 წლის შემდეგ მიენიჭა. „ყველასთვის ცნობილია შალვა თადუმაძის ავადსახსენებელი დიპლომი. მე დღეს წარმოვადგინე კიდევ ერთი დოკუმენტი ბატონო შალვა, ეს არის 2003 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს გადაერქვა სახელი და მას დაერქვა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი. თუმცა, რა სახელია მითითებული ბატონი შალვას დიპლომში, რომელიც თითქოს 1998 წელს გაიცა - მითითებულია ის სახელი, რომელიც ამ დაწესებულებას მიენიჭა 5 წლის შემდეგ. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, დოკუმენტალური მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ მოქმედი მთავარი პროკურორის დიპლომი არის გაყალბებული. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს განხილვა არის სრულიად არარელევანტური. როგორ უნდა შევაფასოთ ადამიანის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, როდესაც მისი დიპლომიც კი არის გაყალბებული“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ამის შემდეგ დეპუტატმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს მიმართა, თადუმაძის თანამდებობიდან გადასაყენებლად შესაბამისი ზომები მიიღოს. „ამიტომ მოგმართავთ, მოუწოდოთ ბატონ შალვას, დაუყოვნებლივ მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, შესაბამისად, ეს განხილვაც არ უნდა შედგეს და ასევე, დააყენოთ საკითხი მისი მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. თუ ამას არ გააკეთებს, თქვენი ვალდებულებაა გამოიყენოთ კონსტიტუციით გათვალისწინებული იმპიჩმენტის პროცედურები, რომ უდიპლომო მთავარი პროკურორი არ ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)